გოგიტა გოგუა რუსეთის პირველ დივიზიონში მოასპარეზე ხაბაროვსკის “სკა-ენერგიას” შეკრებაზე არ გაჰყვა.
ხაბაროვსკელთა ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 10 იანვარს გუნდი მოსკოვში შეიკრიბა და ისრაელში შეკრებაზე გაემგზავრა, მაგრამ ფეხბურთელთა ჩამონათვალში გოგუა არ იყო.
ეს ფაქტი მეტყველებს, რომ 30 წლის ქართველი ნახევარმცველი კარიერის გაგრძელებას სხვა გუნდში აპირებს, მაგრამ კონკრეტულად სად, ჯერ უცნობია. გოგუა “სკა-ენერგიაში” შარშან ზაფხულში გადავიდა და 19 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 3 გოლი გაიტანა.
ხაბაროვსკელებს ისრაელში გაჰყვათ გიორგი ნავალოვსკი და კიდევ ერთი ქართველი ალექსანდრე ვერულიძე.