ფეხბურთი

12:24 | 16.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

გოგუა სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მეორედ მოხვდა

ხაბაროვსკის “სკა-ენერგიას” ლიდერი გოგიტა გოგუა ინტერნეტპორტალ onedivision.ru-ს ვერსიით, რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის ტურის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მეორედ მოხვდა.

მე-10 ტურში, ხაბაროვსკელებმა სტუმრად მახაჩყალის “ანჟისთან” ქულა აიღეს (1:1) და 38-ე წუთზე ანგარიში პენალტიდან ქართველმა ნახევარმცველმა გაათანაბრა.

“სკა-ენერგიას” ლიდერმა მახაჩყალაში პენალტი დამაჯერებლად გამოიყენა და გუნდს მორიგი ფრე მოუტანა. გარდა ამისა, 25 ორთაბრძოლა მოიგო, რაც საერთო რაოდენობის 68 პროცენტია” – იუწყება onedivision.ru გოგუას შესახებ.

მიმდინარე სეზონში 31 წლის გოგუამ “სკა-ენერგიაში” 8 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

 

0.12535