ხაბაროვსკის “სკა-ენერგიას” ცენტრალური ნახევარმცველი გოგიტა გოგუა, ინტერნეტგამოცემა onedivision.ru-ს ვერსიით, რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის მე-10 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
“ხაბაროვსკელებმა ულამაზესი გოლები გაიტანეს. სტიქიამ მისცა შთაგონება, თუ მინდვრის ახალმა საფარმა, მნიშვნელობა არ აქვს. “გაზოვიკი” საოცრად ცუდად გამოიყურებოდა, მაგრამ ეს მისი პრობლემაა. გოგიტა “სკა-ენერგიას” შეტევების მთავარ კონსტრუქტორად მოგვევლინა. ბოლო ტურებში, ეს ლეგიონერი ძალიან კარგად გამოიყურება”, – იუწყება onedivision.ru გოგუას შესახებ.
განვლილ მატჩში, “სკა-ენერგიამ” ორენბურგის “გაზოვიკი” საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა და გოგუამ 44-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანა. მანამდე, თავი გორის “დილას” ყოფილმა თავდამსხმელმა ბრაზილიელმა ნათან ჟუნიორმა გამოიჩინა. აქვე გეტყვით, რომ მინდინარე სეზონში, გოგუა ტურის სიმბოლურ ნაკრებში მეორედ მოხვდა.