ხაბაროვსკის “სკა-ენერგიას” ცენტრალური ნახევარმცველი გოგიტა გოგუა onedivision.ru-ს ვერსიით რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის მე-9 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
“გოგუა, რომელიც ტრადიციების ღალატს არ აპირებს, საგოლე კომბინაციებში მონაწილეობდა: პირველი, რომელიც პლეტინის მორიგი გოლით დასრულდა, მისი გრძელი დიაგონალური გადაცემით დაიწყო და ბოლოსწინა პასი აღმოჩნდა. მეორე კომბინაციაც არ იყო, მან საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი კარში იდეალურად მოათავსა. თან, იმ დროს, როდესაც “შინიკი” უკვე გამარჯვების აღნიშვნას აპირებდა” – იუწყება onedivision.ru გოგუას შესახებ.
განვლილი მატჩი 2:2 დასრულდა და გოგუამ ანგარიში ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წუთით ადრე გაათანაბრა. აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ის სიმბოლურ ნაკრებში მეორედ მოხვდა.