ფეხბურთი

14:21 | 18.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

გოგუა და ნავალოვსკი ვლადივოსტოკში დამარცხდნენ

რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის მე-19 ტურში, ხაბაროვსკის “სკა-ენერგია”, რომელშიც გოგიტა გოგუა და გიორგი ნავალოვსკი გამოდიან, სტუმრად ვლადივოსტოკის “ლუჩ-ენერგიასთან” დამარცხდა (0:1), სადაც გურამ თეთრაშვილი ირჯება.

ორივე ქართველი ფეხბურთელი ხაბაროვსკელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო. გოგუამ 73-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 2 წუთის შემდეგ ბრაზილიელმა ლეონარდო რამოსმა შეცვალა, რომელთან ერთადაც გორის “დილაშიც” უთამაშია. ნავალოვსკი 81-ე წუთზე შეცვალეს, თეთრაშვილი კი, მოედანზე 88-ე წუთზე შევიდა. “სკა-ენერგიას” 29 ქულა აქვს და 19 გუნდში მე-6 ადგილზეა. “ლუჩ-ენერგია” 27 ქულით მეშვიდეა.

0.118174