ფეხბურთი

17:29 | 7.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

გოგიას გოლი საუკეთესოდ დაასახელეს

 

გერმანიის მე-3 ბუნდესლიგის მე-11 ტურში, აკაკი გოგიას მიერ “ქემნიცის” კარში გატანილი გოლი, საუკეთესოდ დაასახელეს.

გამოკითხვა liga3-online.de-მ ჩაატარა და 21 წლის ქართველ შემტევ ნახევარმცველს, რომელიც გერმანიის მოქალაქეა, მხარი გულშემატკივართა 49 პროცენტმა დაუჭირა.

მე-11 ტურში, “ჰალეშერმა” საკუთარ მოედანზე “ჰემნიცს” 2:1 მოუგო და გოგიამ 33-ე წუთზე მახვილი კუთხიდან ანგარიში 2:0 გახადა.

მე-2 ადგილი “ოსნაბრუკის” ფეხბურთელმა ადრიანო გრიმალდიმ დაიკავა, რომელმაც “როტვაისს” გაუტანა.

მე-3 პოზიცია “უნტერჰახინგის” წარმომადგენელმა ფაბიან გიოტცემ დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119478