ფეხბურთი

13:57 | 1.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

გოგიას გოლი და საგოლე პასი

 

“ჰალეშერი”, სადაც აკაკი გოგია თამაშობს საქსონია-ანხალტის რეგიონის საფეხბურთო თასის ფინალში ითამაშებს.

“ჰალეშერმა” 1/2-ფინალში სტუმრად “ბურგერი” 5:0 დაამარცხა და გოგიამ, გოლთან ერთად, საგოლე პასი მიითვალა.

ქართველმა ნახევარმცველმა, რომელიც გერმანიის მოქალაქეა, ჯერ თანაგუნდელს 38-ე წუთზე გაატანინა, ხოლო 74-ე წუთზე მეტოქის კარი თავად აიღო. გოგია 77-ე წუთზე შეცვალეს.

14 მაისს, “ჰალეშერი” საქსონია-ანხალტის თასის ფინალში “მაგდებურგს” შეხვდება.

0.115512