“ჰალეშერის” ქართველი შემტევი ნახევარმცველი აკაკი გოგია გერმანიის მე-3 ლიგაში 22-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ამის შესახებ ხსენებული ლიგის ოფიციალური ვებგვერდი liga3-online.de იუწყება.
ამ ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში 3000 გულშემატკივარი მონაწილეობდა, რომელთა 38 პროცენტმა მხარი გოგიას დაუჭირა.
განვლილ ტურში, “ჰალეშერმა” სტუმრად “ვისბადენს” 3:0 აჯობა და შეუცვლელად მოთამაშე გოგიამ 52-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახადა. მიმდინარე სეზონში მან უკვე 5 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, მიმდინარე სეზონში ტურის სიმბოლურ ნაკრებში 3-ჯერ მოხვდა.