აკაკი გოგიამ გერმანიის მე-3 ლიგის “ჰალეშერთან” 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდში 2015 წლის 30 ივნისამდე დარჩება. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “ჰალეშერის” ოფიციალური ვებგვედ იუწყება.
გოგია საქართველოშია დაბადებულ-გაზრდილი, მაგრამ გერმანიის მოქალაქეა და შესაბამისად, ლეგიონერად არ ითვლება. ამიტომ, მე-3 ლიგაში თამაშის უფლება აქვს.
“მას შეტევაში ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შეუძლია და დაგვეხმარება”, – განაცხადა “ჰალეშერის” დირექტორმა რალფ კიუნემ.
“ენდი (გერმანიაში გოგიას მეტსახელი, ავტ.) საკმაო ხნის განმავლობაში პირველ და მეორე ბუნდესლიგაში თამაშობდა, რაც მის ოსტატობაზე მეტყველებს”, – აღნიშნა “ჰალეშერის” მთავარმა მწვრთნელმა სვენ კოლერმა.
სავარაუდოდ, 21 წლის გოგიას ახალ გუნდში დებიუტი პარასკევს, 19 ივლისს, მე-3 ლიგის სტარტზე, “ლაიფციგთან” მატჩში შედგება.