ფეხბურთი

22:00 | 25.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

გოგიამ “ჰალეშერში” ითამაშა

 

გერმანიის მესამე ლიგის მე-11 ტურის მატჩში აკაკი გოგიას “ჰალეშერმა” დრეზდენის “დინამოს” უმასპინძლა. პირველი ტაიმში სტუმრებმა გაიტანეს, თუმცა რამდენიმე წუთში “ჰალეშერმა” გაათანაბრა. ქართველი ფეხბურთელი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

20 გუნდიან ლიგაში 11 ტურის შემდეგ “ჰალეშერი” 15 ქულით მე-10 ადგილზეა. გოგიამ ყველა ტურში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლის გატანა მოახერხა. აკაკიმ 2 გოლი ლუკა ჰუფნაგელის “უნტერჰაჰინგს” შეუგდო. ასევე აღსანიშნავია, რომ “ჰალეშერმა” გასვლაზე როსტოკის “ჰანზა” ქართველი შემტევის ერთადერთი გოლით დაამარცხა.

 დიმა შარიქაძე

 

0.130521