ფეხბურთი

17:57 | 27.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

გოგია სიმბოლურ ნაკრებში მესამედ მოხვდა

 

“ჰალეშერის” შემტევი ნახევარმცველი აკაკი გოგია ავტორიტეტული გამოცემა “კიკერის” ვერსიით გერმანიის მე-3 ლიგის მე-17 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

განვლილ ტურში, “ჰალეშერმა” სტუმრად “დუისბურგი” დაამარცხა (3:1) და მატჩის მე-5 წუთზე ანგარიში ქართველმა ფეხბურთელმა გახსნა.

მიმდინარე სეზონში, გოგიამ მე-3 ლიგაში 13 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. გოგია, რომელიც “ჰალეშერში” ზაფხულიდან თამაშობს, ტურის სიმბოლურ ნაკრებში უკვე მესამედ მოხვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113892