ფეხბურთი

14:44 | 16.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

გოგია გერმანიის მე-3 ლიგაში ითამაშებს

აკაკი გოგია კარიერას გერმანიის მე-3 ლიგის კლუბ “ჰალეშერში” გააგრძელებს. ამის შესახებ გერმანული მედია იუწყება.

განვლილ სეზონში, 21 წლის ქართველი ნახევარმცველი “ვოლფსბურგს” გერმანიის მეორე ბუნდესლიგის “ზანქტ პაულიში” ჰყავდა განათხოვრებული. სეზონის დასრულების შემდეგ, ის ჯერ “პადერბორნში” ისინჯებოდა, ხოლო შემდეგ ჰოლანდიის “ჰერაკლესში”, მაგრამ უშედეგოდ.

ახალი სეზონის დაწყებამდე, “ჰალეშერმა” 13 ფეხბურთელი დაიმატა და ერთ-ერთი გოგიაა, რომელსაც “ვოლფსბურგთან” კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს. შესაძლოა, ქართველის დებიუტი 19 ივლისს “ლაიფციგთან” შედგეს.

აქვე გეტყვით, რომ “ჰალეშერმა” 2012-2013 წლების სეზონში, 20-გუნდიან მესამე ლიგაში მე-10 ადგილი დაიკავა.


0.117039