“ჰალეშერის” ქართველი ნახევარმცველი აკაკი გოგია შაბათს გერმანიის მე-3 ლიგის 27-ე ტურში “უნტერჰახინგის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
ამის მიზეზი ისაა, რომ 22 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 5 ყვითელი ბარათი დაუგროვდა და დისკვალიფიცირებულია.
გოგიამ, რომელიც “ჰალეშერში” შარშან ზაფხულში გადავიდა, გუნდის რიგებში 25 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. ის რამდენიმეჯერ მე-3 ლიგის ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. მისი გადაბირება მეორე ბუნდესლიგის “ბოხუმს” და პირველი ბუნდესლიგის ბერლინის “ჰერტას” სურთ.