სხვა

16:32 | 26.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

გოგა მაღლაკელიძის მეშვიდე ადგილი

ნანძინის ახალგაზრდულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს ყველაზე მეტი – ოთხი სპორტსმენი მძლეოსნობაში ჰყავდა და სამწუხაროდ, მედლის დაუფლება ვერცერთმა ვერ შეძლო.

შედარებით ახლოს ამ მიზანთან სიგრძეზე მხტომელები მარი ძაგნიძე და გოგა მაღლაკელიძე იყვნენ, რადგან მათ ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

ძაგნიძის შესახებ ადრეც ვწერდით, რომ იგი საბოლოოდ მეშვიდე ადგილს დასჯერდა. იგივე შედეგი აჩვენა გოგა მაღლაკელიძემაც, რომელიც ნანძინის ოლიმპიურ სტადიონზე სამხტომში ცდიდა ძალებს. ჩვენებური 14.82 მეტრზე გადახტა, რაც საკმარისი მხოლოდ მეშვიდე პოზიციისთვის აღმოჩნდა.

ჩემპიონი სურინამელი ვან ესენ მიგელი გახდა ((16.15), იტალიელი ტობია ბოში (16.01) ვერცხლს დასჯერდა, ხოლო მესამე საპრიზო ადგილზე აზერბაიჯანელი ნაზიმ ბაბაევი (15.96) გავიდა.

www.geonoc.org.ge

0.114253