ფეხბურთი

16:59 | 13.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

გოდინი: “ვერაფერი შეგვაშინებს”

მადრიდის “ატლეტიკოს” ურუგვაელმა ცენტრალურმა მცველმა, დიეგო გოდინმა ესპანეთის სუპერთასის შეხვედრებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მის გუნდს მეტოქის არ ეშინია და მხოლოდ გამრჯვებაზე იფიქრებს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მატჩებში “ატლეტიკოს” მეტოქე თანაქალაქელი “რეალი” იქნება. მატჩები 19 და 22 აგვისტოს გაიმართება.

“ვერაფერი შეგვაშინებს. წინასასეზონო შეკრებამ კარგად ჩაიარა და “რეალთან” სათამაშოდ მზად ვართ. ამასთან, ჯერ კიდევ გვაქვს დრო, რათა ფინალს უფრო კარგ ფორმაში შევხვდეთ. 

“რეალთან” ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბოლო წუთზე დავმარცხდით და ეს ძალიან ცუდად გვახსოვს. მაგრამ ეს ფეხბურთია და ვერაფერს გააწყობ. შეიძლებოდა, ყველაფერი პირიქით ყოფილიყო.” – გოდინის კომენტარს Marca ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 24 მაისს ეს გუნდები ერთმანეთს ევროპის ყველაზე პრესტიჯული საკლუბო ტურნირის ფინალში დაუპირისპირდნენ და 93-ე წუთამდე “ატლეტიკო” სწორედ გოდინის გოლის წყალობით იგებდა, მაგრამ საბოლოოდ 1:4 დამარცხდა.

ლევან გოგოტიშვილი

0.122365