ფეხბურთი

19:27 | 3.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

გოდინი: “რეალი” “ატლეტიკოს” ჩრდილშია მოქცეული”

მადრიდის “ატლეტიკოს” ურუგვაელი მცველი დიეგო გოდინი ხმაურიან განცხადებას აკეთებს. სამხრეთ ამერიკელი უკანახაზელის თქმით, ესპანეთის დედაქალაქში პირველი გუნდი “ატლეტიკოა” და არა “რეალი”.

“ამჟამად, “რეალი” ჩვენს ჩრდილში იმყოფება. ბოლო 5 წლის განმავლობაში, “ატლეტიკომ” 5 ტიტული მოიგო, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია.

ევროპის ლიგაზე გამარჯვება 2-ჯერ ვიზეიმეთ. მართალია, ეს ტურნირი ჩემპიონთახ ლიგა არაა, მაგრამ მისმა მოგებამ საერთაშორისო არენაზე პრესტიჟი მაინც შეგვმატა.

მდიდარ კლუბებთან კონკურენცია ძალიან რთულია, მაგრამ შეკრული გუნდი ვართ. ყველა ფეხბურთელი საერთო მიზნისთვის იბრძვის. ახლა, ჩემპიონთა ლიგაზე, ახალი გამოწვევა გველის და გპირდებით, რომ წარმატების მისაღწევად ყველაფერს გავიღებთ.” – ციტირებს გოდინის სიტყვებს Football Espana.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116722