ფეხბურთი

10:21 | 1.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

გლეიზერები “მანჩესტერის” გასაძლიერებლად 50 მილიონს დახარჯავენ

 

ინგლისის პრემიერლიგაში საშინელი სტარტის მიუხედავად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა კლუბის მფლებელებისგან დიდი მხარდაჭერა მიიღო.

ექვსი თამაშის შემდეგ “წითელ ეშმაკებს” მხოლოდ 7 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზე არიან, ეს 1989 წლის შემდეგ, მათთვის ყველაზე ცუდი სტარტია ინგლისის პრემიერლიგაში.

მიუხედავად ამისა, თჰე Guardian-ის ცნობით, გლეიზერების ოჯახი მწვრთნელის დათხოვნას კი არა, მისთვის სერიოზული მხარდაჭერის განხორციელებას გეგმავს. ზამთრის სატრანსფერო პრიოდში ისინი გუნდის გასაძლიერებლად სოლიდური თანხის გაღებას აპირებენ. იუწყებიან, რომ ამერიკელი მფლობელები მოიესს 50 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადასცემენ და ამ თანხით მწვრთნელს “ევერტონის” მცველ ლეიტონ ბეინსისა და “ბილბაოს” ნახევარმცველ ანდრეა ერერას შეძენის საშუალება ექნება.

0.120012