ფეხბურთი

19:19 | 15.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“გლადბახი” ტერ შტეგენში 12 მილიონს ითხოვს

კატალონიური პრესის ცნობით, “გლადბახმა” ახალგაზრდა მეკარეს, მარკ-ანდრე ტერ შტეგენს ფასი დაადო. თუ El Mundo Deportivo-ს დავუჯერებთ, მიონხენგლადბახელები 21 წლის კარის დარაჯს 12 მილიონად აფასებენ.

უკვე ცნობილია, რომ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი “გლადბახთან” კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და ის გუნდს მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს. ახალგაზრდა მეკარისთვის ბრძოლაში ფავორიტად “ბარსელონა” ითვლება. გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელებმა ტერ შტეგენთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმეს და ახლა ჯერი კლუბებს შორის მოლაპარაკებებზეა. აქამდე არსებული ინფორმაციით, “ბარსა” მზადაა ფეხბურთელში 8 მილიონი გადაიხადოს, მაგრამ ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, გერმანელები 4 მილიონით მეტს ითხოვენ.

0.119004