ფეხბურთი

16:35 | 30.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიუნდოგანის დაბრუნება გაურკვეველი ხნით გადაიდო

გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველის ილკაი გიუნდოგანის მოედანზე დაბრუნების ვადა გაურკვეველია.

თავდაპირველი ინფორმაციით, მას თამაში ოქტომბრის დასაწყისში უნდა დაეწყო, მაგრამ “ბორუსიას” სპორტული დირექტორის მიხაელ ცორკის თქმით, გიუნდოგანის რეაბილიტაციის პროცესი გვიანდება.

“გამოჯანმრთელების პროცესი გვიანდება. ილკაი ჯერ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშის დაწყებისგანაც კი ძალიან შორსაა” – იუწყება ცორკის სიტყვებს გერმანული გამოცემა “კიკერი”.

შეგახსენებთ, რომ გიუნდოგანმა წელის ტრავმა გერმანია-პარაგვაის ამხანაგური მატჩის (3:3) დროს მიიღო.

0.112242