ფეხბურთი

23:22 | 14.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

გიუნდოგანი: “მალე დავბრუნდები”

 

გერმანული “დორტმუნდის” ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი იმედოვნებს, რომ ტრავმას მალე მოირჩენს და მოედანს დაუბრუნდება.

გიუნდოგანმა ტრავმა გასული წლის აგვისტოში, გერმანიისა და პარაგვაის ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში მიიღო. 23 წლის შუახაზელი მას შემდეგ უქმობს.

“თავდაუზოგავად ვმუშაობ. ხალხი ამას ვერ ხედავს, რადგან, როგორც წესი, სპორტდარბაზში ვვარჯიშობ.

რა თქმა უნდა, მინდა, რომ გუნდს მიმდინარე სეზონში დავეხმარო. დარწმუნებული ვარ, მალე დავბრუნდები და მსოფლიოს ჩემპიონატზეც წავალ. დასრულდა თუ არა ჩემი კარიერა? რა თქმა უნდა, არა.

ასეთი ხანგრძლივი მკურნალობა ნამდვილი ტანჯვაა. ეს ყველაზე რთული რამაა, რაც კარიერაში გადამხდენია. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გვირაბის ბოლოს სინათლეს კვლავ ვხედავ.

ზოგჯერ, რთული პერიოდის გავლა საჭიროა. ასეთივე რამ შეემთხვა ბასტიან შვაინშტაიგერსაც, რომელიც მძიმე ტრავმის შემდეგ ახლახანს დაბრუნდა.” – ციტირებს გიუნდოგანის სიტყვებს Bild-ი.

0.123265