შესაძლოა, “დორტმუნდის” ნახევარმცველმა მარიო გიოტცემ მიუნხენის “ბაიერნთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში ითამაშოს. მოგეხსენებათ, ახალგაზრდა გერმანელს მუხლქვეშა მყესის ტრავმა აქვს და მკურნალობის კურსს გადის.
“მარიო გიოტცე მადრიდის “რეალთან” საპასუხო მატჩში დაშავდა. მას პირველადი სამედიცინო გამოკვლევა ექიმმა მარკუს ბრაუნმა ჩაუტარა. მოგვიანებით, ბრაუნმა გიოტცეს მდგომარეობა დეტალურად შეისწავლა და განაცხადა, რომ “უემბლიზე” გასამართ ფინალში თამაში სავსებით რეალურია”, - წერია დორტმუნდელთა ოფიციალურ საიტზე.
შეგახსენებთ, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 25 მაისს ჩატარდება.