მიუნხენის “ბაიერნის” ტრავმებით გატანჯული ახალწვეული მარიო გიოტცე უთამაშებლობას განიცდის. ექიმების პროგნოზით, გერმანელი მოედანს 4 კვირაში დაუბრუნდება.
“მოთმინება უნდა მოვიკრიბო. თამაში ძალიან მინდა. ნებისმიერ ფეხბურთელს სურს ყოველ მატჩში მოედანზე გასვლა და მინდორზე რაც შეიძლება მეტი დროის გატარება. რა თქმა უნდა, ტრავმას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ამ დაზიანებამ 4 კვირით დამაშორა ფეხბურთს”, - უთხრა გიოტცემ Bild-ს.
ცნობისათვის, ტრავმების გამო, გიოტცემ ახალი კლუბის მაისურით მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა.