ფეხბურთი

12:54 | 30.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიოტცემ ბურთით ვარჯიში დაიწყო

მიუნხენის “ბაიერნის” ახალწვეული მარიო გიოტცე ტრავმას უახლოეს პერიოდში სრულად მოიშუშებს. Sport1.de-ს ცნობით, 21 წლის გერმანელი უკვე ბურთთან ერთად ვარჯიშობს.

ჯერჯერობით, გიოტცეს მოედანზე დაბრუნება მაინც ნაადრევია. მას “რეკორდმაისტერის” სამედიცინო შტაბის წარმომადგენელი ტომას ვილჰელმი დეტალურად აკვირდება და როგორც თავად ამბობს, გამოჯანმრთელების პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ “ბაიერნმა” გიოტცე “დორტმუნდისგან” 37 მილიონ ევროდ შეიძინა.

 

0.134063