ფეხბურთი

18:36 | 22.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიოტცე ლიგის ფინალში ვერ ითამაშებს

გერმანული “დორტმუნდის” 20 წლის შემტევი ნახევარმცველი მარიო გიოტცე, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა გაავრცელა.

გიოტცემ დაზიანება ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, “რეალის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მიიღო. იყო მოლოდინი, რომ ის 25 მაისს გასამართ დაპირისპირებამდე გამოჯანმრთელებას მოახერხებდა, მაგრამ ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე, ფეხბურთელმა ტრავმა გაიმიზეზა.

“ფინალში თამაში ჩემი მიზანი იყო, რომლის მისაღწევადაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვშრომობდი. ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ გუნდს ასეთ მნიშვნელოვან მატჩში ვერ დავეხმარები.

ჩემი გუნდის ძალებში ბოლომდე ვარ დარწმუნებული. ლონდონში გავფრინდები და თანაგუნდელებს მხარს დავუჭერ.” – ციტირებს გიოტცეს სიტყვებს “დორტმუნდის” ოფიციალური ვებგვერდი.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში, “დორტმუნდი” “ბაიერნს” დაუპირისპირდება. სწორედ მიუნხენურ გუნდში ითამაშებს გიოტცე მომდევნო სეზონიდან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11542