მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი მარიო გიოტცე გუნდის ძირითად შემადგენლობასთან ერთად ვარჯიშს უახლოეს დღეებში დაიწყებს. ამის შესახებ გერმანულ გამოცემებს “ბაიერნის” სამედიცინო შტაბის ხელმძღვანელმა ჰანს-ვილჰელმ მიულერ-ვოლფარტმა აცნობა.
“გიოტცე უკვე კარგადაა. სარეაბილიტაციო პერიოდიც გეგმის მიხედვით მიდის და ამ კვირის ბოლოს მარიო სრული დატვირთვით ვარჯიშსაც დაიწყებს”, – განაცხადა მიულერ-ვოლფარტმა.
შეგახსენებთ, მარიო გიოტცემ ფეხის ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ მიიღო და თავის მაშინდელ კლუბს, დორტმუნდის “ბორუსიას” მიუნხენის “ბაიერნთან” შეხვედრაში ვერ დაეხმარა.