ფეხბურთი

16:12 | 1.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ხიდეშელმა “ტორპედოსთან” 5-წლიანი გააფორმა

“ზესტაფონის” ყოფილი ცენტრალური მცველი გიორგი ხიდეშელი, კარიერას ქუთაისის “ტორპედოში” გააგრძელებს.

“ტორპედოს” პრესსამსახურის ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელმა ქუთაისურ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ხიდეშელმა საფეხბურთო კარიერა “თბილისში” დაიწყო, ხოლო 2004 წელს, “ზესტაფონში” გადავიდა.

მან ზესტაფონელთა რიგებში 2012 წელს ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე, კიშინიოვის “დაჩიასთან” საპასუხო მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო. ხიდეშელი დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობდა და მოედანსაც დაუბრუნდა, მაგრამ ტრავმა  გაუმიზეზდა, რის გამო, ისევ იძულებით დაისვენა.

კარიერის განმავლობაში, ხიდეშელს საქართველოს ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებებში უთამაშია.

 

0.140481