იმის შემდეგ, რაც ქვეყნის ექს ჩემპიონ „არმიას“ ცენტრალურმა თავდამსხმელმა გიორგი შარაბიძემ (27.24.90, 210 სმ) და უკანახაზელმა ბუბა კვიმსაძემ (29.11.82, 195 სმ) ტრავმები მოირჩინეს და ვარჯიში განაახლეს, მიმდინარე ჩემპიონატის მეორე წრის მეორე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, სადაც „არმია“„ბათუმი-რსუს“ დაუპირისპირდება, „ძალოვნები“ სრული შემადგენლობით იასპარეზებენ.
ამის შესახებ „მსოფლიო სპორტს“„არმიას“ მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ შარაბიძემ და კვიმსაძემ ტრავმები ლატვიაში „არმიას“ შეკრების დროს მიიღეს და ამის გამო, საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალურ სერიაში და მიმდინარე ჩემპიონატის მეორე წრის პირველ ტურში „რუსთავთან“ შეხვედრები გამოტოვეს.