კალათბურთი

20:40 | 17.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი რევაზაშვილი ვარჯიშს შეუდგა

 

საკალათბურთო სუპერლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერის, ბოლოსწინა, მე-10 ადგილზე მყოფი თსსუ-ს ტრავმამოშუშებული ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი რევაზაშვილი (12.05.91, 208 სმ, 100 კგ), ხანგრძლივი უქმობის შემდეგ ინდივიდუალურად ვარჯიშს შეუდგა.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” თავად რევაზაშვილმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ რევაზაშვილმა საქართველოს XXII ეროვნული ჩემპიონატის მე-2 წრის პირველ ტურში თსსუ-“ქუთაისი-2010”-ის შეხვედრის დროს მენისკი დაიზიანა, თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და აღარც მომდევნო შეხვედრებში მიუღია მონაწილეობა.

0.116522