კალათბურთი

20:46 | 29.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ნანიტაშვილი ვარჯიშს შეუდგა

 

საკალათბურთო სუპერლიგის მონაწილე “ბათუმი-რსუ”-ს უკანახაზელი, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ნანიტაშვილი (12.04.90, 188 სმ, 80 კგ), ხანგრძლივი, იძულებითი უქმობის შემდეგ ვარჯიშს შეუდგა და გამორიცხული არაა რეგულარული ჩემპიონატის დარჩენილ შეხვედრებში (“არმია”, “რუსთავი”) თანაგუნდელებს დაეხმაროს.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “ბათუმი-რსუ”-ს მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ კობეშავიძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს XXII ეროვნული ჩემიონატის მე-2 წრის მე-3 ტურში “ოლიმპთან” მატჩის დროს ნანიტაშვილმა კოჭის ტრავმა მიიღო და მას შემდეგ აღარ უთამაშია.

მართალია, ნანიტაშვილი “ოლიმპიდან” წასვლის შემდეგ “ბათუმი-რსუ”-ში პირველ სეზონს ატარებს, მაგრამ გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა.

29 მარტისთვის “ბათუმი-რსუ”, დაკარგული ქულებით IX ადგილზე იმყოფება და პლეი ოფში მოხვედრის პრეტენზიას აცხადებს.

 

ლაშა კუპრაშვილის ფოტო

 

 

0.120732