ფორვარდი გიორგი კვეტენაძე (16.01.90, 200სმ, 88კგ) საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდ “დინამოში” ვარჯიშობს. გახდება თუ არა კვეტენაძე “დინამოს” სრულუფლებიანი წევრი, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” თავად კვეტენაძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ 2012-13 წლების სეზონში კვეტენაძე სუპერლიგის წევრ სტუ-ში თამაშობდა. სტუ-ს გარდა, კვეტენაძეს სუპერლიგის კიდევ ორ გუნდში – “სოხუმსა” და თსსუ-ში აქვს ნათამაშები.