ფეხბურთი

21:46 | 11.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გოროზია - 2,5 წლით ნორვეგიის სტაბეკში

გიორგი გოროზია თბილისის “ლოკომოტივიდან” ნორვეგიის “სტაბეკში” გადავიდა. ამ ინფორმაციას ნორვეგიული კლუბის საიტი იუწყება. ხელშეკრულება 2,5 წლიანია და გოროზია “სტაბეკში” 10 ნომრით ითამაშებს.

გოროზია საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა ვასილ მაისურაძის თავკაცობით. მან გასული სეზონის პირველი ნახევარი ქუთაისის “ტორპედოში” გაატარა.

“სტაბეკს” რაც შეეხება, ნორვეგიაში მეცხრე საფეხურზეა. გუნდი ქვეყნის ჩემპიონი ერთხელ, 2008 წელს გახდა. მწვრთნელი სახელიანია: ამერიკელი ბობ ბრედლი, რომელიც აშშ-ის ნაკრების დამრიგებელი გახლდათ.

გოროზია: “მოხარული ვარ, რომ აქ გავაგრძელებ კარიერას. ვეცდები, ბოსს (ბობ ბრედლის) იმედები გავუმართლო”.

0.116266