ცენტრალურმა თავდამსხმელმა გიორგი ჯგერენაიამ (09.10.90, 200სმ, 100კგ), სუპერლიგის ექს-ჩემპიონ, ბრინჯაოს მედლის მფლობელ და დუდუ დადიანის მემორიალის გამარჯვებულ “არმიასთან” ახალი, ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ, “მსოფლიო სპორტს” “არმიას” მთავარ მწვრთნელ კოტე ტუღუშის თანაშემწე ბუბა ბერიშვილმა განუცხადა.
შეგახსენებთ, გიორგი ჯგერენაია საკალათბურთო კლუბ “სოხუმის” აღზრდილია, რომელიც რამდენიმე წელი აშშ-ს სტუდენტურ ლიგაში თამაშობდა. ოკეანისგაღმიდან დაბრუნების შემდეგ, ჯგერენაიამ 2011-12 წლების სეზონი “სოხუმში” გაატარა, საიდანაც “არმიაში” გადავიდა და დღემდე ამ გუნდის ღირსებას იცავს.