“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი რაიან გიგზი ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენი გახდება. თუკი 39 წლის უელსელი დღეს, დონეცკის “შახტართან” სტუმრად გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს, ეს მისთვის 145-ე თამაში იქნება და ახალი რეკორდიც დამყარდება. ამჟამად გიგზი მადრიდის “რეალის” ყოფილ თავდამსხმელ რაულთან ერთად ლიდერობს.
“მშვენიერია. ამის შესახებ ახლა შევიტყვე. რაული ბრწყინვალე ფეხბურთელი იყო და მისი გადასწრება ჩემთვის საამაყო იქნება” – უთხრა გიგზმა ერთ-ერთ ბრიტანულ სპორტულ გამოცემას.