“მანჩესტერ იუნაიტედის” ვეტერანი ფეხბურთელი რაიან გიგზი მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში, “ოლდ ტრაფორდზე”, მიუნხენის “ბაიერნი” ფავორიტი არაა.
“ცხადია, “ბაიერნი” ფანტასტიკური გუნდია. მიუნხენელები პეპ გვარდიოლათი და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელით გაძლიერდნენ.
ბევრი თვლის, რომ ხვალინდელ მატჩში ფავორიტი “ბაიერნია”, მაგრამ ჩვენ “მანჩესტერს” წარმოვადგენთ და თამაში “ოლდ ტრაფორდზე” იმართება. ამ სტადიონს არაერთი შესანიშნავი საღამო უნახავს, განსაკუთრებით ევროტურნირებზე. ამიტომ, აუტსაიდერები არ ვართ.” – ციტირებს გიგზის სიტყვებს The Guardian-ი.