ფეხბურთი

18:35 | 30.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

გიგატაძის გორული დებიუტი უიღბლო გამოდგა

 

“დილამ” ბოლო 4 დღეში მეორე მატჩი გამართა შინ და ქულაც ვერ აიღო. გასულ ოთხშაბათს გორელები მოულოდნელად აუტსაიდერ “მერანთან” დამარცხდენ (1:2), კვირას კი იგივე ანგარიშით “ვიტ ჯორჯიასთან” დათმეს. 

საქმე ის არის, რომ რამდენიმე დღის წინათ “დილადან” თავისი სურვილით წავიდა მთავარი მწვრთნელი რამაზ სოღოლაშვილი, ამიტომ მარტვილელებთან გუნდი მინდორზე ფიზმომზადების მწვრთნელმა, ვახტანგ აკოფიანმა გაიყვანა. მეორე დღეს კი გორელთა ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტზე გია გიგატაძე დაამტკიცა, რომელიც ბოლო დროს ქუთაისის “ტორპედოში” მუშაობდა. გიგატაძემ გუნდი პირველად გუშინწინ საგურამოში შეკრიბა, გუშინ კი ოფიციალურად წარადგინეს თანამდებობაზე. “ჯერჯერობით კლუბთან შეთანხმება სეზონის ბოლომდე მაქვს. მერე ვნახოთ. წინ კიდევ ცხრა ტურია და ცხრა ქულაა სხვაობა გასავარდნ ზონასთან. ყველა შეხვედრას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. რა თქმა უნდა, პრიორიტეტი თასის გათამაშებაა, სადაც ჩვენი მეტოქე თბილისის “დინამოა,” მიზანიც სწორედ თავდადების და საკუთარი ძალების რწმენით ამ ბარიერის გადალახვა იქნება.”- უთხრა დამსწრეთ გიგატაძემ.

“ვიტ ჯორჯიასთან” შეხვედრა კი გორელებისთვის ცუდად დაიწყო. უკვე მე-5 წუთზე მასპინძელთა მცველებმა შოთა დავლაშელიძე საჯარიმოს ხაზთან მარტოდ დატოვეს და მანაც აუჩქარებლად გაიტანა ბურთი. მალევე გორელებმა შეუტიეს და ვახტანგ კვარაცხელია დარჩა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ჯონი შეროზიამ იყოჩაღა. გორელთა მონდომებამ მაინც გამოიღო შედეგი. 22-ე წუთზე კოშკაძემ კარგად ითამაშა ფლანგზე, საჯარიმოში ზუსტი გადაცემით მოძებნა ბერიაშვილი, რომელმაც ცრუ მოძრაობის შემდეგ ზუსტად დაარტყა – 1:1. ტემპი მაღალი არ ყოფილა, თუმცა მეორე ნახევარში სტუმრებმა კიდევ შეძლეს გატანა. ვიტელთაგან ნიკა სიჭინავა გამოირჩეოდა, ჯერ იყო და ხიზანეიშვილის შეცდომა კინაღამ გოლად აქცია, ოდნავ ააცდინა მიზანს. ცოტა ხანში თავისი მაინც გაიტანა, გორელმა მცველებმა ერთ მომეტში კონცენტრაცია დაკარგეს, რითიც კარგად ისარგებლა სიჭინავამ და ახლოდან თავით შანსი არ დაუტოვა მეკარეს -1:2. ბოლო წუთებზე გორელებს შეეძლოთ გათანაბრება, მაგრამ ხიზანეიშვილის ძალიან სახიფათოდ დარტყმული ჯარიმა შეროზიამ მუშტებით მოიგერია და მდგომარეობა განმუხტა.

დილა (გორი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 1:2 (1:1)

30 მარტი. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.”

დილა: ლეგაშვილი, კვახაძე, მამუკა კობახიძე (რაჟამაშვილი 69), ჯიშკარიანი, ოთარ ხიზანეიშვილი, გურეშიძე, რაზმაძე, შალამბერიძე, კოშკაძე (ბოლქვაძე 72), კვარაცხელია (ახალკაცი 58), ბერიაშვილი

მწვრთნელი: გია გიგატაძე

ვიტ ჯორჯია: შეროზია, საბაძე, გეთიაშვილი, კალანდია, მჭედლიშვილი, წყაროზია, დავლაშელიძე, მაისურაძე (გახარია 90+2), სიჭინავა (კურდღელაშვილი 74), ლობჯანიძე (ხვისტანი 88), კორიფაძე

მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე

გოლები: 0:1 დავლაშელიძე (5), 1:1 ბერიაშვილი (22), 1:2 სიჭინავა (64)

გაფრთხილება: შალამბერიძე (71); წყაროზია (70)

მსაჯი: ლაშა სილაგავა

 

მერანი (მარტვილი) – სპარტაკი (ცხინვალი) 0:0

 

ზუგდიდი – ტორპედო (ქუთაისი) 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 მამუკა ღონღაძე (53) 

 

1             დილა                              24             8             8             8              30:26             32
2 ვიტ ჯორჯია 24 9 5 10 31:32 32
3 ტორპედო 24 9 5 10 25:32 32
4 სპარტაკი 24 7 3 14 21:32 24
5 ზუგდიდი 24 6 5 13 14:32 23
6 მერანი 24 5 4 15 18:41 19

 

 მეგოლეები:

14 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)

13 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

9 – დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”)

8 - ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)

7 - ვილი ისიანი (“გურია”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”)

6 – თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), ელგუჯა ლობჯანიძე, გიორგი კორიფაძე, გიორგი გაბედავა (“ვიტ ჯორჯია”)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.10961