ქვეყნის ექსჩემპიონ “არმიას” ფორვარდი გიგა კვეტენაძე (16.01.90, 200სმ) ტრავმირებულ მუხლებს მკურნალობს, რომლებიც ერთ-ერთი ვარჯიშის დროს დაიზიანა.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “არმიას” მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა განუცხადა.
“კვეტენაძე ვერც მიმდინარე ჩემპიონატის მე-4 ტურში, “მაკაბის” წინააღმდეგ ითამაშებს. სავარაუდოდ, გიგა ვარჯიშს ერთი კვირის შემდეგ დაიწყებს,” – გვითხრა ტუღუშმა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტრავმის გამო კვეტენაძეს მიმდინარე სეზონში ჯერ არ უთამაშია. 2012-13 წლების სეზონი გიგამ სუპერლიგის აწ უკვე ყოფილ გუნდ სტუ-ში გაატარა.