მახაჩყალის “ანჟის” ქართველმა მცველმა გია გრიგალავამ, “შერიფთან” ევროპის ლიგის პირველი ტურის მატჩის (0:0) შემდეგ, ერთ-ერთ რუსულ მედიასაშუალებას თავისი აზრი გაუზიარა. მისი აზრით, 3 ქულასთან უფრო ახლოს მახაჩყალელები იყვნენ.
“ფრე ურიგო შედეგი არაა, მაგრამ მეტის მიღწევას ვგეგმავდით. “ანჟიმ” მეტი მომენტი შექმნა და გამარჯვებასთანაც უფრო ახლოს იყო. უნდა ითქვას, რომ მატჩის მიწურულს გაგვიმართლა”, - განაცხადა ქართველმა.
ცნობისათვის, გრიგალავა “შერიფთან” მატჩში 25-ე წუთიდან ჩაერთო და საფინალო სასტვენამდე ითამაშა.