ფეხბურთი

0:37 | 30.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

გია ცეცაძე: "ძალიან ამაყი ვარ ამ ფეხბურთელებით"

ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის ბრწყინვალე სტილში დასრულების შემდეგ, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა გია ცეცაძემ კომენტარი გააკეთა უეფას საიტისთვის:

"ჩვენ 3 შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ. ძალიან ამაყი ვარ ამ ფეხბურთელებით. დღევანდელი თაობის შემხედვარე, ქართული ფეხბურთის ნათელ მომავალს უნდა ველოდოთ".

ინგლისთან 1;1, შოტლანდიასთან 3:1, ბელგიასთან 2:0. ქართველმა 19-წლამდელებმა მთელი ერი გაახარეს, მოხვდნენ ევროპის 8 საუკეთესო ნაკრებს შორის. 14 ივნისს ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება. ფინალურ ეტაპი 20 ივლისს დაიწყება ლიტვაში და 1 აგვისტოს დასრულდება.

რვიდან ჯერ მხოლოდ სამი გუნდია ცნობილი: საქართველო, თურქეთი და მასპინძელი ლიტვა.

თემურ ქეცბაიას მილოცვა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს

http://www.youtube.com/watch?v=S2ZCJqoV1Co

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.126609