ფეხბურთი

12:15 | 5.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

გეწაძემ “სამტრედიას” მიაშურა

 

რევაზ გეწაძე კარიერას საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ “სამტრედიაში” გააგრძელებს.

29 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი “ზესტაფონში” გაატარა, რომლის შემადგენლობაში 14 მატჩში 6 გოლი გაიტანა. მან უეფას ევროპის ლიგის მე-2 ეტაპზე სლოვაკეთის “სპარტასთანაც” ითამაშა (0:0, 0:3). თუმცა, “ზესტაფონში” მომხდარი რადიკალური ცვლილებების გამო, რაც კლუბის ბიუჯეტის შემცირებამ გამოიწვია, მან გუნდი დატოვა. მანამდე, “სამტრედიას” “ზესტაფონის” კიდევ ერთმა ყოფილმა ნახევარმცველმა გრიგოლ დოლიძემ მიაშურა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11257