მიუნხენის “ბაიერნის” კარის დარაჯი მანუელ ნოიერი გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, რაც 28 წლის ფეხბურთელის კარიერაში მეორედ მოხდა.
UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ნოიერს ბუნდესლიგისა და მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება დაუფასდა და 2011 წლის შემდეგ, ის კვლავ გერმანიის საუკეთესო მოთამაშეა, ამჯერად, როგორც “ბაიერნის” ფეხბურთელი.
დასახელდა გერმანიის საუკეთესო მწვრთნელიც. რა გასაკვირია, რომ ეს ჯილდო მსოფლიოს ჩემპიონატის ტრიუმფატორმა, იოახიმ ლიოვმა დაისაკუთრა.