ფეხბურთი

2:06 | 8.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიას გაუჭირდა, პორტუგალია შერცხვა

ძალიან საინტერესოდ წარიმართა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი დღე. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა 90-ე წუთზე დასანანი მარცხი იწვნია. ჩვენს ჯგუფში კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა. გერმანიის ნაკრებს გაუჭირდა შოტლანდიის დამარცხება, თუმცა ტომას მიულერის დუბლის წყალობით მაინც მოახერხა ეს. მეორე შეხვედრაში კი რეალურად გამოჩნდა რაცაა გიბრალტარი. თამაშის დაწყებამდე, მათი მთავარი მწვრთნელი ალენ ბულა დიდ გულზე იყო და ამბობდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაში სურდა, მაგრამ პირველივე ოფიციალურმა მატჩმა დაამტკიცა გიბრალტარის უსუსურობა. პოლონელებმა ნახევარი ძალით მოახერხეს და შვიდი უპასუხო გოლი გაუტანეს მეტოქეს. “ბაიერნის” თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ, პოკერის შესრულება მოახერხა.

რაც შეეხება სხვა ჯგუფის შეხვედრებს, უდიდესი სენსაცია დაფიქსირდა ავეიროში, სადაც კრიშტიანო რონალდუს გარეშე მყოფი პორტუგალიის ნაკრები ალბანეთთან შერცხვა. მასპინძლები მთელი მატჩის განმავლობაში უფანტაზიოდ უტევდნენ და ხეირიანს ვერაფერს აკეთებდნენ. მატჩის ბედი ბალაიმ გადაწყვიტა 52-ე წუთზე, რომელმაც მიწაზე დაუშვებლად გაუტანა პატრისიოს - 0:1.

მძიმე ბრძოლაში დაამარცხა რუმინეთმა გასვლაზე საბერძნეთი. მე-10 წუთზე სტუმრები ჩიპრიან მარიკამ დააწინაურა. 53-ე წუთზე, ჩიპრიანი უკვე ანტიგმირი გახდა, რადგან მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. სტუმრებმა თითქმის მთელი ტაიმი გაძლეს 10 კაცის შემადგენლობით და 3 ქულით დაიწყეს გათამაშება.

დანიამ შინ სომხეთს მოუგო, ხოლო ჩრდილო ირლანდიამ და ფინეთმა, გასვლაზე დაამარცხეს უნგრეთი და ფარერები.

 

D ჯგუფი

გიბრალტარი – პოლონეთი 0:7 (0:1)

ფარუ (პორტუგალია), “ესტადიო დე ალგერვე”

გიბრალტარი: ჯ.პერესი, არტელი (პეიასი 88), რ.ჩიპოლინა, ჯ.ჩიპოლინა, ვისმენი, რ.კასციარო, ბადო, უოლკერი, ლ.კასციარო (პრიესტლი 63), ბ.პერესი, კ.კასციარო.
მწვრთნელი: ალენ ბულა

პოლონეთი: შესნი, შუკალა, გლიკი, ვავრზინიაკი, ოლკოვსკი, რიბუსი, კლიჩი (მეშინსკი 71), კრიჩოვიაკი, გროსიცკი (სტარზინსკი 78), მილიკი (სობოტა 71), ლევანდოვსკი.
მწვრთნელი: ადამ ნავალკა

გოლები: 0:1;0:2 გროსიცკი (11;48), 0:3;0:4;0:6;0:7 ლევანდოვსკი (50;53;86;92), 0:5 შუკალა (58).
გაფრთხილებები: არტელი – კლიჩი, გლიკი
მსაჯი: ს.იოჰანესონი 

ბურთის ფლობა: 34%-66%, დარტყმა: 5(0)-27(15), ჯარიმა: 8-10, კუთხური: 3-9, თამაშგარე: 1-1, სეივი: 8-0

 

გერმანია – შოტლანდია 2:1 (1:0)   


დორტმუნდი, “სიგნალ იდუნა პარკი”

გერმანია: ნოიერი, რუდი, დურმი, ჰიოვედესი, ბოატენგი, კრამერი, კროოსი, მიულერი, როისი (გინტერი 92), შურლე (პოდოლსკი 84), გიოტცე.
მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი

შოტლანდია: მარშალი, ჰენლი, მარტინი, ჰატონი, ვაითთოკერი, ენია, დ.ფლეტჩერი (მაკრტური 58), მულგრეი, ბენანი (ს.ფლეტჩერი 58), მორისონი, ნეისმიტი (მელონი 82).
მწვრთნელი: გორდონ სტრანჩარი

გოლები: 1:0;2:1 მიულერი (18;70), ენია (66).
გაძევება: მულგრეი 94
გაფრთხილებები: დურმი, მიულერი – ჰენრი, მორისონი, მულგრეი
მსაჯი: ს.მოენი
ბურთის ფლობა:
65%-35%, დარტყმა: 21(9)-9(3), ჯარიმა: 11-13, კუთხური: 12-1, თამაშგარე: 1-3, სეივი: 2-7

 

F ჯგუფი


უნგრეთი – ჩრდილო ირლანდია 1:2 (0:0)

ბუდაპეშტი, “გროუპამა არენა”

უნგრეთი: გულაშსი, ლიპტეკი, ვანჩაკი, იუჰაზი, ტიოზსერი, ბალოი, ვარგა, გიურცსკო (ლოვრენსიჩი 58), ნიკოლიჩი (პრისკინი 46), რუდოლფი (კოვაჩი 70), ჯუჩაკი.
მწვრთნელი: ატილა პინტერი

ჩრდილო ირლანდია: კეროლი, მაკაული (კეტკარტი 72), ჰიუზი, ბრანტი, მაკლაგლინი, ბეირდი, დევისი, ნორვუდი (მაკკეი 79), ევანსი, ლაფერტი, იარდი (მაკგინი 66).
მწვრთნელი: მაიკლ ო’ნილი

გოლები: 1:0 პრისკინი (75), 1:1 მაკგინი (81), 1:2 ლაფერტი (88).
გაფრთხილებები: ვანჩაკი – ნორვუდი
მსაჯი: დ.აიტეკინი
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 13(4)-7(4), ჯარიმა: 13-18, კუთხური: 9-2, თამაშგარე: 0-1, სეივი: 2-3
 

 

საბერძნეთი – რუმინეთი 0:1 (0:1)


პირეოსი, “გეორგიოს კარაკასი”

საბერძნეთი: კარნეზისი, პაპასტატოპულოსი, ჰოლებასი, მანოლასი, ტოროსიდისი, ტაჩიტიდისი, სამარისი (კონე 65), სალპინგიდისი, მანტალოსი (ხრისტოდოლუპოსი 65), მიტროღლუ, სამარასი (დიამანტეკოსი 46).
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი.

რუმინეთი: ტატარუშანუ, გრიგორე, კირიკეში, რაცი, ტამაში, მაქსიმი (ენეჩე 68), ჰობანი (პრეპელიტა 84), ჩიპჩიუ (ტორჟე 90), პინტილი, სტანკუ, მარიკა.
მწვრთნელი: ვიქტორ პიცურკა

გოლი: მარიკა (10 პენ.).
გაძევება: მარიკა 53.
გაფრთხილებები: სამარისი, მანოლასი, ტოროსიდისი, დიამანტეკოსი, კონე – პინტილი, მარიკა, ტატარუშანუ
მსაჯი: მ.კლატენბურგი
ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 6(2)-7(3), ჯარიმა: 10-15, კუთხური: 3-2, თამაშგარე: 2-1, სეივი: 2-2


ფარერები – ფინეთი 1:3 (1:0)

ტორსჰავნი, “ტორსჰავლური”

გოლები: 1:0 ჰოლსტი (41), 1:1;1:2 რისკი (53;78), 1:3 ერემენკო (82).

 

I ჯგუფი


დანია – სომხეთი 2:1 (0:0)

კოპენჰაგენი, “პარკენი”

დანია: შმეიხელი, კიაერი (ოკორე 57), ბელანდი, ანკერსენი, ბოილესენი, კვისტი (კალენბერგი 74), კრონ-დელი, ჰიობერგი, შონე (ვიბე 56), ერიკსენი, ბენდტნერი.
მწვრთნელი: მორტენ ოლსენი

სომხეთი:
ბეროზოვსკი, აროიანი, მკოიანი, ოვჰანისჯანი, არზუმანიანი (ვოსკანჯანი 66), ედიგარიანი, ოვსეპიანი, მხიტარიანი (პიზელი 71), მანუჩარიანი (დეშიანი 84), ღაზარიანი.
მწვრთნელი: ბერნარდ შალანდესი   

გოლები: 0:1 მხიტარიანი (50), 1:1 ჰიობერგი (65), 2:1 კალენბერგი (80)
გაფრთხილებები: ჰიობერგი – ედიგარიანი
მსაჯი: ა.ტუდორი
ბურთის ფლობა: 64%-36%, დარტყმა: 18(5)-7(2), ჯარიმა: 14-12, კუთხური: 7-2, თამაშგარე: 1-2, სეივი: 1-3


პორტუგალია – ალბანეთი 0:1 (0:0)


ავეირო, “ესტადიო მუნიციპალ ავეირო”

პორტუგალია: პატრისიო, კოშტა (ველოსო 73), პეპე, პერეირა, კოენტრაო, გომეში, მოუტინიო, კარვალიო (ჰორტა 56), ვეირინია (კავალიერო 46), ნანი, ედერი.
მწვრთნელი: პაულო ბენტუ

ალბანეთი: ბერიშა, მავრეი, კანა, აგოლი, ჰუსაი, კუკელი (კასე 66), ლენჟანი (ლილა 75), აბრაში, ხაკა, როში, ბალაი (ციკალეში 82).
მწვრთნელი: ჯანი დე ბიასი

გოლი:
ბალაი 52.
გაფრთხილებები: როში, აბრაში, ხაკა, მავრეი, კასე, ბერიშა
მსაჯი: რ.ბუქეტი
ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 19(4)-2(2), ჯარიმა: 9-15, კუთხური: 10-2, თამაშგარე: 3-0, სეივი: 1-4   

ირაკლი ალიმბარაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119252