ფეხბურთი

18:03 | 6.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

გერმანია-შოტლანდია: ორივენი საკმაო დანაკლისით

აბა, თითქოს რომელ პრობლემებზეა საუბარი, როცა საქმე მსოფლიოს ჩემპიონს ეხება, თუმცა გერმანელთათვის მაინც დარტყმა იყო არგენტინასთან ამხანაგურ მატჩში წაგება (2:4). იოაჰიმ ლიოვის გუნდს 7 სექტემბერს ევროშესარჩევი მატჩი ელის შოტლანდისთან და ბევრი შიშობს, ცალკე მოდუნებამ, ცალკე წამყვანი ფეხბურთელების არყოფნამ ბუნდესტიმს ფეხი არ დააცდენინოს.

შეხვედრა დორტმუნდის "სიგნალ იდუნა პარკზე" გაიმართება. როგორც იცით, ამ შესარჩევ ჯგუფშია საქართველოც.

გერმანელებს დააკლდებათ მატს ჰუმელსი, სამი ხედირა, მესით იოზილი და იულიან დრექსლერი, თუმცა შოტლამდიასაც ორი წამყვანი ფეხბურთელი არ ეყოლება: კაპიტანი სკოტ ბრაუნი და რობერტ სნოდგრასი.

1990 წლიდან მოყოლებული, გერმანია-შოტლანდია ხუთჯერ შეხვდნენ ერთმანეთს: 3 გერმანიამ მოიგო, ერთი ფრედ დასრულდა და ერთხელაც ბრიტანელებმა იმარჯვეს. ბოლოს 11 წლის წინ შეხვდნენ ევროშესარჩევში და ბუნდესტიმმა 2:1 იმარჯვა.

იოაჰიმ ლიოვი: "შოტლანდია ორგანიზებული ნაკრებია. მათ არაერთხელ დაამტკიცეს, რომ გასვლაზეც შეუძლიათ კარგად თამაში. ამიტომაც, ყურადღებით უნდა ვიყოთ და ერთმანეთის დაზვევა უნდა შევძლოთ. ყველა ფეხბურთელი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ მატჩს. მთლიანად შესარჩევს რაც შეეხება, ჩვენს ნაკრებში გამოჩნდებიან ახალგაზრდები და მათთვის ეს შანსი იქნება, რათა ევრო-2016-ის ფინალურ ეტაპზე მოხვდნენ. ბოლო წლებში ჩვენ ფენომენალურ შედეგებს მივაღწიეთ, შემდეგი მიზანი ევროპის ჩემპიონობაა, მანამდე კი შესარჩევში კარგი თამაში უნდა ვაჩვენოთ".

ილია კახელიშვილი

0.112684