“მარსელის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ერიკ გერეტსმა უარყო ფრანგული სააგენტოების მიერ ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაცია, კლუბში შესაძლო დაბრუნების შესახებ.
“ჩემი “მარსელისადმი” პატივისცემის და სიყვარულის მიუხედავად, მინდა აქედანვე დავაზუსტო, რომ ამ ეტაპზე ჩვენი თანამშრომლობის განახლება გამორიცხულია. კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას არ ვაწარმოებ. არც არავინ დამკავშირებია და სიმართლე გითხრათ, რომ შემოეთავაზებინათ, ვერ დავთანხმდებოდი, რადგან ამჟამად დაკავებული ვარ. ყატარულ “ლეხვიასთან” მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს, რომელსაც ვადა 2015 წელს ეწურება” – უთხრა გერეტსმა France Football-ს.