გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის 22-ე ტურში, “ბოხუმმა”, სადაც ალექსანდრე იაშვილი და ნიკა გელაშვილი გამოდიან, “მიუნხენ 1860” სტუმრად 1:0 დაამარცხა.
ბოხუმელთა სასტარტოში იყო გელაშვილი, რომელსაც მსგავსი შანსი დიდი ხანია არ ჰქონია. ქართველი თავდამსხმელი 66-ე წუთზე შეცვალეს. იაშვილი 18-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ თამაშში ჩართვა არ მოუწია. მიუნხენელთა კარში ერთადერთი გოლი მე-10 წუთზე კევინ შაიდბაუერმა გაიტანა. სხვათა შორის, მე-17 წუთიდან “ბოხუმი” კაცნაკლული თამაშობდა, რადგან ისლანდიელი მცველი ოლმარ ეუოლფსონი გაუძევეს.
“ბოხუმმა” 24 ქულა დააგროვა და 18 გუნდში მე-12 ადგილზე იმყოფება.