საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი ნიკოლოზ გელაშვილის აგდამის “ყარაბაღს” შეურთდა. ამის შესახებ, აზერბაიჯანული ინტერნეტგამოცემა futbol11.az-ი იუწყება.
“ყარაბაღი” ამჟამად შეკრებას გადის და ხსენებული გამოცემის ინფორმაციით, გელაშვილი გუნდში სინჯებზე იმყოფება. განვლილი სეზონი ქართველმა ფეხბურთელმა გერმანიის მეორე ბუნდესლიგის “ბოხუმში” დაასრულა, სადაც მწირი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა. ამიტომ, ბუნებრივია, რომ კლუბის შეცვლა ისურვა. გელაშვილს ბოხუმელებთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებს და აგდამში მისი ტრანსფერი გერმანულ-აზერბაიჯანულ მოლაპარაკებაზე იქნება დამოკიდებული.