ფეხბურთი

22:54 | 19.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

გელაშვილი “ყარაბაღს” დაუბრუნდა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ფორვარდი ნიკა გელაშვილი მოედანს დაუბრუნდა.

აგდამის “ყარაბაღის” ქართველი ლეგიონერი თურქეთში შეკრებაზე დაშავდა და 22-ე ტურამდე აზერბაიჯანის პრემიერლიგაში არ უთამაშია.

“რევანთან” სტუმრად მოგებულ შეხვედრაში (2:0) გელაშვილი მოედანზე მეორე ტაიმის შუაწელში გავიდა და ჯაბა დვალი შეცვალა, რომელიც სასტარტოში იყო.

ამ გამარჯვების შემდეგ, “ყარაბაღი” გათამაშებას 45 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ “გაბალას” 4 ქულით ასწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11294