დღეიდან 10 აგვისტოს ჩათვლით, ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ახალგაზრდა მოჭიდავეებს შორის სეზონის უმთავრეს ტურნირს, მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. დღეს ჩემპიონ-პრიზიორები ბერძნულ-რომაულ სტილში, ოთხ წონით კატეგორიაში: 50, 60, 74 და 96 კილოგრამებში უნდა გამოვლინდნენ.
დილის პროგრამაში შემავალი შეხვედრების დასრულების შემდეგ, მედლისთვის ბრძოლის შანსს საქართველოს ნაკრების ოთხი წევრიდან მხოლოდ ერთი ინარჩუნებს – 74 კილოგრამში მოჭიდავე გელა ბოლქვაძე “ბრინჯაოს ფინალშია”, სადაც ხორვატ ფილიპ საკიჩს დაუპირისპირდება.
დღესვე მსოფლიოს ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების კიდევ სამი წევრი ჩაერთო - თორნიკე ჭელიძე (50 კგ), მურად მიქელაძე (60 კგ) და კუკური კირცხალია (96 კგ) ჩემპიონატს ადრიანად გამოეთიშნენ.
ფინალური შეხვედრები თბილისის დროით 21 საათიდან დაიწყება.