სხვა

23:18 | 20.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

გედევანიშვილმა ოლიმპიადა მე-19 ადგილზე დაასრულა

 

ფიგურულ სრიალში საქართველოს ყველაზე წარმატებულმა სპორტსმენმა ელენე გედევანიშვილმა სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა მე-19 ადგილზე დაასრულა და რუს ჩემპიონ ადელინა სოტნიკოვას 77.44 ქულით (!) ჩამორჩა.

შეგახსენებთ, რომ გედევანიშვილმა მოწინავე ადგილებისთვის ბრძოლის შანსი ჯერ კიდევ მოკლე პროგრამის (54.70 ქულა) შემდეგ დაკარგა, როდესაც მე-16 მაჩვენებელი დააფიქსირა, თავისუფალ პროგრამაში კი კიდევ უფრო უარესად იასპარეზა და მე-20 გახლდათ.

ქართველმა სპორტსმენმა მსაჯებისგან 92.45 ქულა (ტექნიკურ ელემენტებში 39.85+პროგრამულ კომპონენტებში 53.60) მიიღო, სულ კი 147.15 ქულა მოუგროვდა. ისე გამოვიდა, რომ ოლიმპიურმა ჩემპინმა სოტნიკოვამ მხოლოდ თავისუფალ პროგრამაშიც კი მეტი ქულა (149.95) მიიღო, ვიდრე – ელენემ ჯამში.

აქვე ვთქვათ, რომ რუსმა ვარსკლავმა სამხრეთკორეელ იუნა კიმს მცირედით აჯობა და იგი ვერცხლს დააჯერა, ბრინჯაოს მედალი კი ასევე სახელოვან იტალიელ კაროლინ კოსტნერს ერგო.

0.11512