თუ იტალიურ პრესას დავუჯერებთ, “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი, მომდევნო სეზონიდან, დედაქალაქურ “რომას” უთავკაცებს.
მაცარისა და “ნაპოლის” შორის არსებულ კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდის. აქამდე არსებული ინფორმაციით, 51 წლის სპეციალისტი მცირე პაუზის აღებას აპირებდა, მაგრამ თუ La Gazzetta dello Sport-ს დავუჯერებთ, “ნაპოლიდან” წასვლის შემდეგ, მაცარი “რომას” ჩაიბარებს.
იტალიელი ჟურნალისტების მტკიცებით, მაცარი “რომას” წარმომადგენლებს ხვალ შეხვდება. მხარეები არა გარიგების ფინანსურ დეტალებს, არამედ “ჯალორისის” სამომავლო გაძლიერების საკითხს განიხილავენ.