ფეხბურთი

10:09 | 18.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

გახარებულმა სიმეონემ არაგონესიც ახსენა

 მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა პრიმერადივიზიონის ბოლო ტურში “ბარსელონასთან” სტუმრად ნათამაშები ფრის (1:1) და ესპანეთის ჩემპიონის ტიტულის მოგების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ ისტორიული წარმატებაში წვლილი “ატლეტიკოს” ყოფილ მთავარ მწვრთნელ ლუის არაგონესსაც მიუძღვის, რომელიც წლეულს, 1 თებერვალს, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

“ისეთი ბედნიერი ვარ, ემოციების გადმოსაცემად სიტყვები არ მყოფნის. მადლობა ჩემს ფეხბურთელებს, რომლებმაც ჩვეულ სტილში, თამაშში სული და გული ჩადეს. ეს ტიტული უმძიმესი შრომის და ბრძოლის ხარჯზე მოვიპოვეთ. ძალიან მინდა, მადრიდში დაბრუნებულმა თეთრ-წითლად მორთული ქალაქი დავინახო. მადლობა მინდა ვუთხრა “ატლეტიკოს” ქომაგებს და კიდევ, მიგელ ანხელს, ენრიკე სერესოსა და ლუის არაგონესს. დარწმუნებული ვარ, დღეს ეს ადამიანები “ნოუ კამპის” მინდორზე იყვნენ ჩვენს დასახმარებლად” – განაცხადა დიეგო სიმეონემ.

 

0.112159